Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • პროზის ქართული თარგმანი
  • პოეზიის ქართული თარგმანი
  • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
  • ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;

 

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე)
  • დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
  • საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ მეილზე info@president.gov.ge თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

საკონკურსო თარგმანების (წიგნის გამოცემული ქართული თარგმანი ან ნაბეჭდი თარგმანი 3 ეგზემპლარად), მათი ორიგინალებისა  (3 ეგზემპლარად) და საბუთების (განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი) უნივერსიტეტის ცენტრალური კანცელარიაში წარდგენა კონკურსანტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.